25 აპრილი 2024,   18:40
ვრცლად
ებრძვიან ყველაფერს, რაც სახელმწიფოებრიობასთან არის დაკავშირებული - მელიქიშვილი ავლაბრის რეზიდენციაზე საუბრობს

„ისინი ებრძვიან ყველაფერს, რაც კი სახელმწიფოებრიობასთან არის დაკავშირებული,“ - ასე ეხმაურება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი, ზურაბ მელიქიშვილი ავლაბარში პრეზიდენტის სასახლისთვის ფუნქციის შეცვლას.

ზურაბ მელიქიშვილი ამბობს, რომ ავლაბრის სასახლისთვის სხვა დატვირთვის მინიჭება სახელმწიფოებრიობასთან ბრძოლას ნიშნავს.

მან მმართველი გუნდი არა მხოლოდ პრეზიდენტის სასახლისთვის ფუნქციის შეცვლის, არამედ სხვა პროექტების ჩაშლის გამოც გააკრიტიკა.

„რა თქმა უნდა, საქმე არ ეხება უბრალოდ ცალკე აღებულ პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობას. ისინი ებრძვიან ყველაფერს, რაც კი სახელმწიფოებრიობასთან არის დაკავშირებული, ისინი ებრძვიან ყველა სიმბოლოს, რაც კი სახელმწიფ ოებრიობას უკავშირდება. რომელ კულტურის სახლზე, რომელ კულტურის ცენტრზე არის საუბარი, რა გაუკეთეს, მაგალითად, ბათუმის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს, როგორ მოუსპეს პერსპექტივა მთლიანად აჭარას იმის, რომ განათლების კერა გამხდარიყო და მიზიდულობა გაზრდილიყო ამ რეგიონის მიმართ. ყველა პროექტი, რომელიც კი არის დაწყებული, არის დაკონსერვებული, არის გაჩერებული და არის განწირული იმისთვის, რომ ვერასდროს ვეღარ განხორციელდეს,“ - განაცხადა ზურაბ მელიქიშვილმა. 

პრეზიდენტის ავლაბრის სასახლეში შესაძლოა, ქართული კულტურის მუზეუმი განთავსდეს. ასევე, შენობის ნაწილი შესაძლოა, დაეთმოს მაღალი რანგის სტუმრების მიღებას.

სასახლის სამომავლო ბედზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრებსა და ბიძინა ივანიშვილს შორის გამართულ შეხვედრაზეც იმსჯელეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები