23 აპრილი 2024,   11:40
ვრცლად
იგივე ბრალდებით კირკიტაძე ციხეში ზის - ოპოზიცია ხულორდავას მანქანის დაზიანებისთვის დააკავებული ბერიკაშვილის გათავისუფლებას ეხმაურება

ინაუგურაციის დღეს, დეპუტატ თამარ ხულორდავას მანქანის დაზიანებისთვის დაკავებული ზაზა ბერიკაშვილი თავისუფალია. ის სასამართლო დარბაზიდან 5000 ლარიანი გირაოთი გაუშვეს. 

ბერიკაშვილი 16 დეკემბერს, ინაუგურაციის დღეს, თელავში მომხდარი ინციდენტის გამო ორთვიან წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა.

ბერიკაშვილის გათავისუფლებას უკვე მოჰყვა პოლიტიკური შეფასებები.

”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, თელავის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ეს არის შერჩევითი სამართალი, რადგან იგივე ბრალდებით დაკავებულ დავით კირკიტაძე კვლავ საპატიმროში რჩება.

„რა თქმა უნდა ადამიანი არ უნდა იჯდეს ციხეში, როდესაც შესაძლებელია სამართალდამცავებმა აწარმოონ გამოძიება ისედაც. აქ არის საუბარი იმაზე, რომ დღეს გვაქვს შერჩევით სამართალთან საქმე. როდესაც ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი დავით კირკიტაძე გიზის ციხეში და მას არ უშვებ გარეთ აი ამ დანაშაულისთვის, რაც შეთხზა დღეს ხელისუფლებამ. ვხედავთ, რომ ადამიანები შეიძლება იყვნენ გარეთ და ისე აწარმოოს გამოძიება ნებისმიერმა სამართალდამცავმა ორგანომ. ამიტომ კირკიტაძის ციხეში ჯდომა არის ზუსტად პოლიტიკური გადაწყვეტილება,“-განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

შერჩევით სამართალზე საუბრობს  ფრაქცია ”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” წევრი სერგი კაპანაძეც. დეპუტატი ამბობს, რომ ზაზა ბერიკაშვილი აქციაზე სუს-ის მიგზავნილი იყო და ის გადაწყვეტილება, რაც მის მიმართ მოსამართლემ გამოიტანა, სწორედ ხელისუფლების და სუს-ის ინტერესებში შედის.

„ევროპულმა საქართველომ" გამოააშკარავა, რომ ეს ადამიანი იყო სუს-ის მიგზავნილი. იმიტომ, რომ სხვადასხვა  ტიპის აქციებზე ასევე ჩანდა და იქ ნამდვილად არ ჰქონდა ისეთი პოზიცია, რომელიც ოპოზიციას გააჩნია ხოლმე. მას მერე, რაც იქნა მხილებული, ეს ადამიანი იქნა დაკავებული და ახლა გავიგეთ, რომ ეს ადამიანი გაუშვეს და ის აღარ არის საპატიმროში. აქ ჩნდება ძალიან მარტივი კითხვა: რა განსხვავებაა არის ამ ადამიანს და კირკიტაძეს შორის. ორივე მათგანს ჰქონდა მსგავსი კვალიფიკაცია. მაგრამ ერთი მათგანი გაუშვეს, რადგან ეს აწყობს ხელისუფლებას, აწყობს სუს-ს და მეორე მათგანი ჩვეულებრივი პოლიტიკური პატიმრის რანგში აგრძელებს ციხეში ყოფნას,“- აცხადებს სერგი კაპანაძე. 

ამავე თემაზე
დღის ამბები