25 აპრილი 2024,   19:40
ვრცლად
"როცა არის პოლიტიკური ინტერესი, დამკვეთიც სავარაუდოდ, უნდა იყოს პოლიტიკური სტატუსის მქონე" - კობახიძე ფარული კადრების გავრცელებაზე საუბრობს

ფარული კადრების გავრცელების საქმეზე საპარლამენტო უმცირესობის წევრები პარლამენტში მთავარ პროკურორსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს იბარებენ.

პარლამენტის თავმჯდომარე კი ამბობს, რომ ფარული ჩანაწერის გავრცელების უკან პოლიტიკური მიზანი იკვეთება. ირაკლი კობახიძე ვარაუდობს, რომ სწორედ ამიტომ დამკვეთიც პოლიტიკური სტატუსის მატარებელი იქნება.

„რაც შეეხება ფარულ ჩანაწერს, გეთანხმებით, რომ არ არის საკმარისი მხოლოდ გამავრცელებლების დაკავება. მთავარია, რომ ამ ფარული ჩანაწერის გავრცელების უკან აშკარად იყო პოლიტიკური ინტერესი, ხოლო როცა არის პოლიტიკური ინტერესი, დამკვეთიც სავარაუდოდ, უნდა იყოს პოლიტიკური სტატუსის მქონე. მთავარი ამოცანა არის სწორედ დამკვეთის, წყაროს გამოვლენა. მე მაქვს ყოველდღიური კავშირი შს მინისტრთან და სამართალდამცავი ორგანოების ხელმძღვანელ პირებთან. დიდი იმედი მაქვს, რომ საქმე იქნება ბოლომდე გამოძიებული,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ ბიუროს სხდომაზე.

ამავე თემაზე
დღის ამბები