25 აპრილი 2024,   09:50
ვრცლად
"ამას ვერც თქვენ დაადასტურებთ იქ iPhone 5 იყო, iPhone 7, iPhone 10 თუ iPhone 4," ამას დაადგენს გამოძიება-კალაძე

ფარული კადრების გავრცელების საქმეზე iPhone-თან დაკავშირებულ გარემოებას, რომელზეც ყურადრება "კვირის აქცენტებში" გამახვილდა, კახა კალაძე ეხმაურება. დედაქალაქის მერი ამბობს, რომ ადამიანების შანტაჟი ასეთი ფარული კადრებით მისთვის კატეგორიულად მიუღებელია. მისი თქმით, მას არ უნახავს კადრები და ვერ იტყვის რა ჩანს ამ ფირზე. კალაძე ფიქრობს, რომ მხოლოდ გამოძიებამ უნდა დაადგინოს იყო თუ არა კადრებში iPhone-ი და როდის გამოვიდა გაყიდვაში ეს ტელეფონი.

"ყველა ერთად უნდა ვებრძოლოთ გავრცელებას, რომ ადამიანების შანტაჟი ასეთი ფარული ჩანაწერებით არ ხდებოდეს. ამას დაადგენს გამოძიება, ამას ვერც თქვენ დაადასტურებთ იქ iPhone 5 იყო, iPhone 7, iPhone 10 თუ iPhone 4, ამას დაადგენს გამოძიება და გაცემა ყველა კითხვას პასუხი,“-ამბობს კალაძე.

სეგახსენებთ, რომ ერთ-ერთ ფარულ ჩანაწერზე ჩანს  iPhone 5, რაც საეჭვოს ხდის მმართველი გუნდის მტკიცებას, თითქოს ასეთი ჩანაწერები წინა ხელისუფლების დროსაა დამზადებული.

თუ ეს ტელეფონი  iPhone 5-ია, რითიც ექსპერტიზა არც კი დაინტერესებულა, გამოდის რომ ჩანაწერი ხელისუფლების შეცვლის შემდეგაა გაკეთებული. რადგან iPhone-ის ეს მოდელი, ამერიკაში გაყიდვაში გამოვიდა მხოლოდ 2012 წლის 21 სექტემბერს.

 

დღის ამბები