24 აპრილი 2024,   00:09
ვრცლად
ინციდენტი სკოლაში - 61-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები და მანდატურები შსს-ში დაკითხეს  

61-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები და მანდატურები დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაკითხეს. საქმე ეხება სკოლაში მომხდარ ინციდენტს, რომელიც მე-11 კლასელებს შორის მოხდა და რის შედეგადაც ერთი მოსწავლე მსუბუქად დაშავდა. ინციდენტის დეტალებზე პედაგოგები არ საუბრობენ და ამბობენ, რომ ინციდენტი უმნიშვნელო იყო.

„უბრალოდ, ერთმა აქედან დაარტყა, მეორემ იქიდან. სხვა არაფერი არ იყო,“ - აღნიშნა 61-ე საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილემ, მადონა ბაღდავაძემ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები