20 აპრილი 2024,   10:28
ვრცლად
Iphone 5 პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებში - ფარული ჩანაწერები "ოცნების" ხელისუფლების დროს არის მოპოვებული

Iphone 5 „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში გავრცელებულ პირადი ცხოვრების ამსახველ ერთ-ერთ ვიდეოში - კადრებში ტელეფონის არსებობა ამტკიცებს, რომ ის არა ყოფილი, არამედ მოქმედი ხელისუფლების დროს არის გადაღებული.

ამ გარემოებაზე ყურადღება გუშინ "რუსთავი 2"-ის ეთერით, გადაცემა აქცენტებში გაამახვილა. Iphone 5-ის პრეზენტაცია კალიფორნიაში 2012 წლის 12 სექტემბერს შედგა, აქტიურ გაყიდვაში კი ამავე წლის 21 სექტემბრიდან შევიდა, თუმცა მხოლოდ ამერიკის ბაზარზე. ახალ გარემოებაზე, რომელიც "ქართული ოცნების" რიტორიკას თავდაყირა აყენებს, დღეს უმრავლესობის ლიდერები ამბობენ, რომ ექსპერტიზა ძალოვანმა უწყებებმა უნდა ჩაატარონ.  

ოპოზიციამ კი "ქართული ოცნების" მმართველობის პერიოდში გავრცელებული პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ისტორია გაიხსენა. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილმა ყველა აკრძალული მეთოდი სწორედ იმ დროის გამოიყენა, როდესაც ესა თუ ის პირი ან პარტია მისთვის მისაღები აღარ იყო.

ის, რაც "ქართული ოცნების" მმართველობის პერიოდში არაერთხელ განმეორდა და პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები ინტერნეტ სივრცეში მოხვდა, იგივე პრობლემა მთელი სიმწვავით დღესაც დგას. ეკა ბესელია იმის დადგენას ითხოვს, ვინ დგას მისი მორალური შანტაჟის უკან და ვინ არის პროცესების დირიჟორი. იგი ამბობს, რომ პოზიცია არ შეუცვლია და საფუძვლიანი ეჭვიც აქვს ვისგან შეიძლება იმართებოდეს ამორალური მეთოდებით ბრძოლა. დეპუტატი სასამართლოს სისტემაზე და "ნაციონალური მოძრაობიდან" ოცნებაში პორტირებულებზე მიუთითებს.

ოპოზიცია კი პარლამენტში გენერალური პროკურორისა და სუს-ის უფროსის მისვლას ითხოვს. "ევროპულმა საქართველომ" ეს მოთხოვნა დღეს ბიუროს სხდომაზე დააყენა. 
 

ამავე თემაზე
დღის ამბები