25 აპრილი 2024,   18:38
ვრცლად
"თუ რუსთავი2-ის განრიგს გავყვებით, კი არ იკლო, არამედ საერთოდ ქვეყანა უკვე იღუპება" - "ოცნება" დანაშაულებების სტატისტიკაზე

კრიმინალის შემოტევა ქვეყანაში - მმართველ პარტიაში საგანგაშო სტატისტიკას ეხმაურებიან და მიღწეულ პროგრესზე ამახვილებენ ყურადღებას.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს ოფიციალურად დაადასტურა, რომ დანაშაული საქართველოში 54%-ით გაიზარდა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ამბობენ, რომ შსს-ს მიერ გავრცელებული სტატისტიკა ანალიტიკოსებმა უნდა გაანალიზონ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერისთვის, არჩილ თალაკვაძისთვის, ოპოზიციის კრიტიკა მიუღებელია, რომლებიც აცხადებენ, რომ არჩევნების დროს ოცნებას და კრიმინალურ ავტორიტეტებს შორის მკაფიო კავშირმა კრიმინალი წაახალისა.

არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ წინა ხელისუფლებას არ აქვს უფლება, რომ კრიმინალზე ისაუბროს.

„მიზეზებს სჭირდება ანალიტიკური განხილვა. მიზეზებს სჭირდება, რომ იმსჯელონ ამაზე ექსპერტებმა და რა თქმა უნდა, პარლამენტშიც იქნება ამაზე საუბარი, როდესაც მინისტრი წარდგება პარლამენტის წინაშე თავისი ანგარიშით. აქ მნიშვნელოვანია, რომ მინისტრს აქვს მხარდაჭერა რეფორმებში,“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის ფრაქცია ქართული ოცნების წევრი, ნუკრი ქანთარია, კი აცხადებს, რომ კრიმინალის მაჩვენებელი შემცირებულია და მაგალითად მძიმე დანაშაულის სტატისტიკა მოჰყავს.

ამასთანავე, ნუკრი ქანთარიამ რუსთავი2 გააკრიტიკა და განაცხადა, რომ სამაუწყებლო კომპანია ცდილობს „შემზარავი“ ამბების გაშუქებას.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს ოფიციალურად დაადასტურა, რომ დანაშაული საქართველოში 54%-ით გაიზარდა. 2018 წელს ქვეყანაში 58 ათასზე მეტი დანაშაულია რეგისტრირებული. გაორმაგებულია ქურდობის შემთხვევები, გაიზარდა ყაჩაღობა, ძარცვა, მკვლელობა, გაუპატიურება, თაღლითობა.

ამავე თემაზე
დღის ამბები