19 აპრილი 2024,   19:06
ვრცლად
ხანძარი ჭავჭავაძის გამზირზე - ცეცხლი დარაჯის ჯიხურს მოეკიდა და ხეებზე გავრცელდა

ხანძარი ჭავჭავაძის გამზირზე - მშენებარე ობიექტზე ცეცხლი დარაჯის ჯიხურს მოეკიდა. ცეცხლი შენობიდან ხეებზე გავრცელდა.

როგორც რუსთავი2-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი ამ დროისთვის უკვე ლოკალიზებულია და მისი გავრცელების საშიშროება არ დგას.

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე სამი სახანძრო-სამაშველო ბრიგადაა მობილიზებული.

დღის ამბები