23 აპრილი 2024,   15:28
ვრცლად
"პატრიოტთა ალიანსის" წერილი პატრიარქს - პარტია ყველა იმ მღვდელმთავარს უპირისპირდება, ვინც უკრაინის ავტოკეფალიის აღიარების მომხრეა

უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის თემა ის წყალგამყოფი აღმოჩნდა, რის გამოც, მოძმე ეკლესიის დამოუკიდებლობის მომხრე მღვდელმსახურებს არამხოლოდ სასულიერო პირები, არამედ რუსული გავლენით გაჯერებული ერისკაცები უპირისპირდებიან.

სკანდალურ გზავნილს კონკრეტული ადრესატი ჰყავს - პატრიოტთა ალიანსი ილია მეორეს რჩევას აძლევს და მეუფე პეტრეს მიმართ ზომების გატარებას ითხოვს.

საჯარო წერილში ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრე ცაავა თავდასხმის ერთადერთი სამიზნე არ ყოფილა, პატრიოტთა ალიანსის ლიდერებს სინოდის 47-კაციანი შემადგენლობიდან, მინიმუმ, სამი მღვდელმთავარი არ მოსწონთ. სამივე იმ ჯგუფის წევრია, რომლებიც საკუთარ ქადაგებაში არ ერიდებიან ხმამაღლა თქვან ის, რაც ეკლესიის შიგნით შესაცვლელია. მათი მთავარი მიზანი კი ეკლესიის გათავისუფლებაა ერთმორწმუნე რუსული სულიერებისგან.

წმინდა სინოდის ამ შეურაცხმყოფელი საჯარო წერილის მიუხედავად, საპატრიარქოში მხოლოდ ერთი მღვდელმთავარი აღმოჩნდა, რომელმაც პატრიოტთა ალიანსის დუეტს ამბიონიდან უპასუხა.

მეუფე საბამ "საგანგაშო" უწოდა წერილს და განაცხადა, რომ ეკლესიის მმართვაში პოლიტიკური პარტია ერევა, სწორედ ამის გამო, ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის ეპისკოპოსი რეაგირებას სინოდისგან ითხოვს. 

დღის ამბები