19 აპრილი 2024,   01:23
ვრცლად
ქართულის ჰიპ-ჰოპის ერთ-ერთი დამაარსებელი, „შავი პრინცი“ 47 წლის ასაკში გარდაიცვალა

47 წლის ასაკში ქართულის ჰიპ-ჰოპის ერთ-ერთი დამაარსებელი სასცენო სახელით ცნობილი "შავი პრინცი" გარდაიცვალა. მუსიკოსი, რომლის კარიერაც 90-იან წლებში დაიწყო, ბოლო პერიოდში აქტიურ მოღვაწეობას გეგმავდა. მეგობრების ინფორმაციით, რეპერს თირკმელებთან დაკავშირებით პრობლემები ჰქონდა, გუშინ კი საავადმყოფოში თრომბის დიაგნოზით გარდაიცვალა. 

ჯერ კიდევ 90-იან წლებში, მაშინ, როდესაც ქვეყანაში ბევრი პრობლემა იყო აკაკი ბაბუნაშვილი, მეტსახელით შურიკა ხოლო, სასცენო სახელით "შავი პრინცი", მის მეგობრებთან ერთად საკუთარი მუსიკით გამოხატავდა პროტესტს.

"შავი პრინცს" 50-მდე სიმღერა და 20-მდე კლიპი აქვს ჩაწერილი. ერთ დროს საკმაოდ აქტიური მუსიკოსი გარკვეული პერიოდი მის მსმენელთან აღარ კონტაქტობდა, თუმცა მუსიკა მის ცხოვრებაში ამ პერიოდშიც იყო.

ბოლო დროს ჯანმრთელობის პრობლემების მიუხედავად აქტიურად მუშაობდა და კონცერტებსაც ატარებდა. გარდაცვალებამდე ორი დღით ადრე მსმენელს ბათუმშიც შეხვდა.

ახალ სიმღერაზე კლიპი დაახლოებით ერთი თვის წინ გადაიღო და მისი სურვილით კლიპის პრემიერა ხვალ "ნანუკას შოუში" იქნება. 

დღის ამბები