24 აპრილი 2024,   17:34
ვრცლად
"ეს არ არის ულტიმატუმი, ეს არის მათი დაკვეთა" - გიორგი ქადაგიძე სტუდენტების მოთხოვნებს განმარტავს

ულტიმატუმის ვადა ამოიწურა - ილიაუნის ყოფილი დეკანი, გიორგი ქადაგიძე, ამბობს, რომ სასწავლებლის რექტორატმა არ შეასრულა მთავარი დამკვეთის - სტუდენტების, მოთხოვნა.

„სტუდენტების გადახდილი თანხით ფინანსდება ყველა და ყველაფერი. ისინი არიან ჩვენი მთავარი აქციონერები და ეს არ არის ულტიმატუმი, ეს არის მათი დაკვეთა,“ - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.

სტუდენტები გიორგი ქადაგიძეს თანამდებობაზე დაბრუნებას ითხოვდნენ და ამისთვის სასწავლებლის დირექციას 24-საათიანი ვადა მისცეს.

გიორგი ქადაგიძე დღეს იმ პრობლემებზე საუბრობს, რომელიც ილიაუნშია. მისი თქმით, ყველაფერი დაიწყო მაშინ, როდესაც ბიზნესსკოლის რეფორმირება გადაწყდა ისე, რომ ამის შესახებ საბჭომ არაფერი იცოდა.  

„პირველი იმეილი იყო 18 იანვარს ბიზნესსკოლის იმეილზე ადრესირებული, სადაც რექტორი იწყებს იმეილს პირდაპირ ამ სიტყვებით - "დაიბადა იდეა, ტექნოლოგიური უნივერსიტეტი გახდეს ბიზნესსკოლის ნაწილი". რაც არის აბსოლუტურად განსხვავებულ რამ იმისგან, რაც სინამდვილეში მოხდა. სინამდვილეში არა ბიზნესსკოლის ნაწილი გახდა ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, არამედ ახალი პროგრამები და ახალი ფაკულტეტები დაემატა მთლიანად, რაზეც საუბარი არ ყოფილა, არც განხილული ყოფილა ბიზნესსკოლის საბჭოსთან,“ - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.  

დღის ამბები