24 აპრილი 2024,   03:43
ვრცლად
"თუ ვინმემ შეიძლება, ისარგებლოს "ილიაუნში" დაპირისპირებით, არიან ისინი, ვინც "ფრიუნის" ხელში ჩაგდებას გეგმავდნენ" - სერგი კაპანაძე

ევროპული საქართველოს წევრი, სერგი კაპანაძე, ილიაუნში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. სერგი კაპანაძე ამბობს, რომ პრობლემები არსებობს.

კაპანაძე რექტორს და დეკანს დიალოგისკენ და პრობლემების განხილვებისკენ მოუწოდებს.

„აქ არის ერთი მთავარი პრობლემა. თუკი ვინმემ შეიძლება, ისარგებლოს ამით, ამ შიდა დაპირისპირებით ილიას უნივერსიტეტში, თუ ეს კიდევ უფრო გაღრმავდა, გაგრძელდა და რაღაც სხვა განზომილებაში გადავიდა, არიან ის ხალხი, რომლებიც რამდენიმე წლის წინ გეგმავდნენ, თავისუფალი უნივერისტეტი როგორ ჩაეგდოთ ხელში. ან არიან ის ხალხი, რომლებიც რამდენიმე წლის გეგმავდნენ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში როგორ ჩაესვათ თავიანთი დესანტი,“ - ამბობს კაპანაძე.

 

დღის ამბები