25 აპრილი 2024,   09:36
ვრცლად
"მე ვამტყუნებ იმ ადამიანებს, ვინც აკრძალა შეკითხვების დასმა" - ნიკა გვარამია "ილიაუნში" მიმდინარე პროცესებს ეხმაურება

ნიკა გვარამია საზოგადოების იმ მცირე ნაწილის განცხადებას ეხმაურება, რომლებიც რუსთავი2 ილიაუნის ირგვლივ მიმდინარე პროცესების ცალმხრიდავ გაშუქებაში ადანაშაულებენ.

საუბარია ბრალდებაზე, რომ არხი მხარს უჭერს გიორგი ქადაგიძეს, რადგან ის ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელი იყო.

რუსთავი2-ის გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ ის პირები, რომლებიც სოციალურ ქსელში მსგავსი შინაარსის განცხადებებს აკეთებენ, არ იცნობენ მედიის სპეციფიკას.

„სრული  უცოდინრობაა მედიის მიმართულებითაც და საერთოდ აკადემიური სივრცის შეუთავსებლობაა. უბრალოდ, აკადემიურ სივრცეში რა ხდება, წარმოდგენა არა აქვთ. იქ კომენტარებშიც ჩაშლილია. მაგალითად, მე მსაყვედურობენ, რომ შენ რომ ვინმე არ მოგწონდეს, ხომ გააგდებ ეგრევეო. უკაცრავად, მაგრამ უნივერსიტეტები და კერძო კომპანიები ერთნაირად არ იმართება,“ - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მისივე თქმით, მას აქვს პირადი დადებითი დამოკიდებულება ილიაუნის მიმართ და ყოველთვის მხარს უჭერდა ამ სასწავლებელს.

ნიკა გვარამია აცხადებს, რომ ის არ მიიღებს მითითებებს არაკომპეტენტური და მიკერძოებული ადამიანებისგან.

"როგორ, ლეგიტიმური შეკითხვები არ ჩნდება? ეს არის ორმაგი სტანდარტები, რომლითაც თავი შეირცხვინა ილიაუნის ყველა პროფესორმა, ვინც ასეთი თავდასხმა მოახდინა რუსთავი 2-ზე და ძალიან ბევრი პოლიტიკური კომპონენტი გამოჩნდა სწორედ იქით მხარეს. გიგას და გიორგის საერთო ენის გამონახვა მოუწევთ. მე არ ვამართლებ არც ერთ მხარეს. მე მაქვს ორივე მხარესთან შეკითხვები. მე ვამტყუნებ იმ ადამიანებს, ვინც მოიქცა სრულიად სამარცხვინოდ - აკრძალა შეკითხვების დასმა,“ - განაცხადა ნიკა გვარამიამ. 

დღის ამბები