20 აპრილი 2024,   14:27
ვრცლად
"საბჭოური ის იქნებოდა, "ილიაუნის" რექტორატს რომ ეკონტროლებინა მისი პროფესორები" - "ილიაუნის" პრორექტორი

ილიაუნის რექტორის მოადგილე, ნინო დობორჯგინიძე, უნივერისტეტში მიმდინარე დაპირისპირებას ეხმაურება.

დობორჯგინიძე ამბობს, რომ ბიზნესსკოლის ყოფილი დეკანის განცხადებებთან დაკავშირებით პროფესორების კრიტიკა გასაგებია.

„ამათი გაღიზიანება სხვა რამემ გამოიწვია. გამოიწვია იმან, რომ ბატონი გიორგი ქადაგიძე სრული სერიოზულობით ამტკიცებდა გუშინაც, სტუდენტებთან შეხვედრაზე, რომ ბიზნესის სკოლას ყველაზე მეტი ფული შემოაქვს უნივერსიტეტში და ამიტომ მასზე უნდა დაიხარჯოს ყველაზე მეტიო,“ - ამბობს დობორჯგუნიძე.

ნინო დობორჯგინიძე აღნიშნავს, რომ ქადაგიძის განცხადება მიუღებელია, რომელიც ამბობს, რომ სკოლის შემოსავლები მასზე სრულად უნდა დაიხარჯოს.

„საბჭოთა კავშირს თუ რამე გვაგონებს, მე პირადად გამახსენდა, რომ ასლან აბაშიძე აფასებდა ასე, რომ ბათუმს აქვს, აჭარას აქვს ყველაზე მეტი ფული და იმაზე უნდა დაიხარჯოსო. უნივერსიტეტში ასე დაყოფილი არ არის... საბჭოური ის იქნებოდა, ილიას უნივერსიტეტს და მის რექტორატს რომ ეკონტროლებინა მისი პროფესორები," - ამბობს ნინო დობორჯგინიძე. 

ამავე თემაზე
დღის ამბები