18 აპრილი 2024,   19:15
ვრცლად
ზაზა სარალიძეს პროკურატურის ეზო ძალის გამოყენებით დაატოვებინეს - შვილმოკლული მამა შეუძლოდ გახდა

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის დავით სარალიძის მამას სახელმწიფო დაცვის სამსახურმა მთავარი პროკურატურის ეზო ძალის გამოყენებით დაატოვებინა, რის შედეგადაც ის შეუძლოდ გახდა. სარალიძემ ეზოში დაბრუნება რამდენჯერმე სცადა და თვითდაზიანებებიც მიიყენა. ადგილზე იმყოფებოდა სასწრაფო დახმარების სამსახურიც, თუმცა მათ მომსახურებაზე უარი თავად სარალიძემ განაცხადა. ამ წუთებში სარალიძე ისევ პროკურატურასთან იმყოფება. 

ზაზა სარალიძე პროკურატურაში შალვა თადუმაძესთან, მისი შვილის საქმის პროკურორებთან და მასზე დაწყებული გამოძიების მწარმოებლებთან შესახვედრად მივიდა.

პროკურატურაში მისვლის შემდეგ, მას განუცხადეს, რომ მთავარი პროკურორი და პროკურორები სარალიძეს მხოლოდ სამშაბათ შეხვდებოდნენ და შეხვედრა დღეს არ შედგებოდა. ამის შემდეგ კი მოკლული დავით სარალიძის მამა შენობის ეზოში შეიჭრა და პროკურორებს შესახვედრად ვადა დღის ბოლომდე მისცა.

რამდენიმე წუთის წინ ზაზა სარალიძე ძალის გამოყენებით საგამოძიებო უწყების ეზოდან სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა გამოიყვანა. სარალიძემ ეზოში დაბრუნება რამდენჯერმე სცადა, მან ეზოში შეღწევის მცდელობისას თვითდაზიანებებიც მიიყენა. ადგილზე იმყოფებოდა სასწრაფო დახმარების სამსახური, თუმცა მათ მომსახურებაზე უარი ტავად სარალიძემ განაცხადა. 

დღის ამბები