19 აპრილი 2024,   15:44
ვრცლად
„მე ჩემს თავში გადაწყვეტილება მაქვს" - გოგიჩაიშვილი მმართველი გუნდის შესაძლო დატოვებაზე

მე ჩემ თავში გადაწყვეტილება მიღებული მაქვს - ეს არის ე.წ. ახლებთან დაპირისპირებული საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი დეპუტატის ლევან გოგიჩაიშვილის კომენტარი კითხვაზე, დატოვებს თუ არა მმართველ გუნდს. 

დეპუტატის განცხადებით, გადაწყვეტილებას ჯერ არ გაახმოვანებს, რადგან ამ დროისთვის სურს დაინახოს რა ნაწილში შორდება გუნდს და რა ნაწილში ემთხვევა მათი მოსაზრებები ერთმანეთს.

თუმცა გოგიჩაიშვილის თქმით, პოლიტსაბჭოს გუშინდელი განცხადება მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ ხელისუფლება ხალხის დაკვეთას არ ასრულებს.

„მე ჩემს თავში გადაწყვეტილება მაქვს ამა თუ იმ ფორმით მიღებული, ამას როდის გავახმოვანებ დავიტოვებ ჩემთვის. მე მინდა დავინახო ზუსტად, სად დავშორდით, ან სად ვუერთდებით. ჯერ ჯერობით გუშინდელი განცხადება არის რომ ვშორდებით, იმიტომ რომ ეს არ არის ის დაკვეთა, რა დაკვეთითაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში არის და მე ვერ გადავლახავ იმ ზღვარს, რომლითაც ჩემსა და მაგალითად, რომელიმე „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის წაიშლება ზღვარი,“- ამბობს ლევან გოგიჩაიშვილი.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრების სხდომის დასრულების შემდეგ გუნდთან დაპირისპირებულმა ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ დადგა ეტაპი, როცა მან და მისმა თანაგუნდელებმა გადაწყვეტილებები მიიღონ.

ბესელიამ საბოლოო გადაწყვეტილების გამოცხადებამდე რამდენიმე დღიანი პაუზა აიღო.

ამავე თემაზე
დღის ამბები