25 აპრილი 2024,   11:40
ვრცლად
ჯოჯოხეთში განსაკუთრებული ადგილი არსებობს იმ ხალხისთვის, რომლებიც ბრექსიტის აგიტაციას ეწეოდნენ - ტუსკი 

დონალდ ტუსკი ბრექსიტის ინიციატორებს აკრიტიკებს. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის განცხადებით, ჯოჯოხეთში განსაკუთრებული ადგილი არსებობს იმ ხალხისთვის, რომლებიც ბრექსიტის აგიტაციას ეწეოდნენ.

უჩვეულო კომენტარი დონალდ ტუსკმა ირლანდიის პრემიერთან შეხვედრის დროს გააკეთა, რომელზეც სწორედ ბრექსიტის საკითხი განიხილებოდა. ამ თემის გამო გაერთიანებულ სამეფოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები დაიძაბა.

"მაინტერესებს როგორია ის განსაკუთრებული ადგილი ჯოჯოხეთში იმ ხალხისთვის, რომლებიც ბრექსიტის აგიტაციას ეწეოდნენ ყოველგვარი მონახაზის და გეგმის გარეშე თუ როგორ უნდა მომხდარიყო უსაფრთხოდ ეს ყველაფერი." - განაცხადა დონალდ ტუსკიმ.

ტერეზა მეი ბრიუსელს შეთანხმების ტექსტში ცვლილებების შეტანას სთხოვს, რაზეც ბრიუსელი უარს აცხადებს. დღეს ბრიტანეთის პრემიერი ორგანიზაციის ლიდერთა დარწმუნებას კიდევ ერთხელ შეეცდება.

დღის ამბები