17 აპრილი 2024,   01:13
ვრცლად
"არაკორექტულია იყო გუნდის წევრი და ამავდროულად ურტყამდე გუნდს გარედან" - ზაქარია ქუცნაშვილი ბესელიას და მის თანაგუნდელებს პასუხობს

"ახლა არ ვიჩქარებდი გადაწყვეტილების მიღებას" - ასე პასუხობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია, ეკა ბესელიასა და მის თანაგუნდელებს. ნუკრი ქანთარია ფიქრობს, რომ დეპუტატებმა პარტიიდან წასვლა არ უნდა იჩქარონ, რადგან დეპუტატის განცხადებით, ყველაფერი ნათელი მაშინ გახდება, როცა პარლამენტში უზენაეს სასამართლოში გასამწესებელ მოსამართლეთა ახალი სია შევა დასამტკიცებლად. 

"მე მაგალითად ახლა არ ვიჩქარებდი გადაწყვეტილების მიღებას, სხვა მხრივ უნდა გავყვეთ პროცესს და თუ ახლა ვინმეს რაიმე თავის აზრი გააჩნია, ყველა უნდა მოიქცეს იმის შესაბამისად რასაც სინდისი კარნახობს,"-ამბობს ნუკრი ქანთარია. 

ქანთარიასგან განსხვავებულად ფიქრობს ზაქარია ქუცნაშვილი. მისი თქმით, პარტიიდანა რავის რიცხავენ, თუმცა არავისთვისაა მისაღები ვინმე  შიგნით იყოს, მაგრამ გუნდს გარედან "ურტყამდეს".

„არაკორექტულია, ის რომ იყო გუნდის შიგნით და ამავდროულად ურტყამდე გუნდს გარედან. პოლიტიკური სისტემას აქვს თავის მართვის წესები და ეს მართვის წესები უნდა ჩაჯდეს ეთიკურობის ჩარჩოში,“-ამბობს ზაქარია ქუცნაშვილი.

დღის ამბები