19 აპრილი 2024,   22:41
ვრცლად
სტამბოლში მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი დაინგრა - არის მსხვერპლი 

მასშტაბური სამაშველო ოპერაცია სტამბოლში - ქალაქის ცენტრში მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი დაინგრა. არის მსხვერპლიც, თუმცა დაღუპულთა რიცხვის შესახებ სამაშველო ჯგუფები ინფორმაციას ვერ აკონკრეტებენ. ადგილობრივი მედიის ცნობით, შენობაში 40 ზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა. ნანგრევებში კი ათობით ადამიანია მოყოლილი.

წინასწარი ვერსიით, მომხდარის მიზეზი აფეთქება გახდა. თვითმხილველები ყვებიან , რომ ნგრევამდე ძლიერი აფეთქების ხმა გაისმა.

შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო ჯგუფებია მობილიზებული. არიან თუ არა გარდაცვლილებს შორის საქართველოს მოქალაქეები საქართველოს საკონსულოს თურქეთში ჯერ ინფორმაცია არ აქვს.

დღის ამბები