19 აპრილი 2024,   14:45
ვრცლად
ატოცში, ოკუპანტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ხანძარია 

სოფელ ატოცში, იმ ტერიტორიაზე, რომელსაც რუსი ოკუპანტები აკონტროლებენ, ხანძარია. როგორც "რუსთავი2"-ს საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი ხმელ ბალახს გაუჩნდა.

უწყების ინფორმაციით, ცეცხლი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე არ გადმოსულა, თუმცა ადგილზე 4 სახანძრო-სამაშველო ბრიგადის მობილიზება მოხდება, რათა ხანძრის გავრცელების შემთხვევაში მეხანძრეებმა სწრაფი რეაგირება შეძლონ. 

დღის ამბები