20 აპრილი 2024,   15:22
ვრცლად
"ქართული ოცნება" პოლიტიკური გაყრის ზღვარზე - ეკა ბესელიამ შესაძლოა მმართველი პარტია დატოვოს

"ქართული ოცნება" პოლიტიკური გაყრის ზღვარზე დგას, რომლის გაფორმება უკვე დროის საკითხია. როსტომ მეფის სასახლეში უმრავლესობის დღევანდელი სხდომა "ოცნების" ერთ-ერთი დამფუძნებლისთვის ყველაზე მძიმე და ემოციური აღმოჩნდა.  სამსაათიანი შეხვედრიდან გამოსულმა ბესელიამ პრაქტიკულად თქვა, რომ მიდის პარტიიდან, რომელიც მისივე შექმნილია, თუმცა დღეს წასვლის შესახებ ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია. ერთ დროს ივანიშვილის ფავორიტი დეპუტატი, ბოლო შანსს და მოსაფიქრებლად რამდენიმე დღეს იტოვებს.

სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან დამატებითი განმარტებებისთვის არ გამოსულა გედევან ფოფხაძე. პარტიის ოფისში შესვლამდე კი არ დაუმალავს რომ თანაგუნდელებთან შეხვედრის სურვილი არ ჰქონდა და უმრავლესობის სხდომაზე მხოლოდ თანამოაზრეების თხოვნით მივიდა. გედევან ფოფხაძეს საპარლამენტო უმრავლესობიდან წასვლაზე განაცხადი უკვე გაკეთებული აქვს, როდის გაფორმდება ის ოფიციალურად თავადაც არ იცის.

ძველებისა და ახლების ომში ივანიშვილმა არჩევანი ახლების სასარგებლოდ გააკეთა. კამერების წინ არ უთქვამთ, თუმცა შეხვედრის მონაწილეებმა "კურიერს" დაუდასტურეს, რომ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე ივანიშვილი კობახიძე-ზარდიაშვილი-მდინარაძის დაჯგუფებას მხარს ღიად უჭერდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები