20 აპრილი 2024,   16:10
ვრცლად
მინუს ერთი ქულა საპრეზიდენტო არჩევნებზე გამოვლენილი დარღვევებისთვის - freedom house-ის ანგარიშის მიხედვით საქართველოში თავისუფლების ინდექსი გაუარესდა

საქართველოში თავისუფლების ინდექსი გაუარესდა. მინუს 1 ქულა ქვეყანას საპრეზიდენტო არჩევნები დაუჯდა. freedom house-ის 2019 წლის ანგარიშში, საქართველოსთვის ქულის დაკლების მიზეზად სწორედ არჩევნების მეორე ტურზე გამოვლენილი დარღვევები სახელდება.

ანგარიშში საქართველოს წელს 63 ქულა აქვს მინიჭებული, შარშან და შარშანწინ კი ქვეყნის დემოკრატიის ხარისხი, პოლიტიკური უფლებები, სამოქალაქო თავისუფლება საერთო, 64 ქულით იყო შეფასებული.

ამერიკის სახელმწიფო მდივნის ყოფილ მოადგილეს, თომას მელიას ერთი ქულის დაკლება დიდი პრობლემად არ მიაჩნია, თუმცა ამბობს, რომ არსებობს საკითხები, მათ შორის კორუფცია, რაც ქვეყანას დაბალ ქულას უნარჩუნებს.

freedom house-ის ანგარიშს არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა თბილისში, ოპოზიცია ამომრჩევლის მოსყიდვისა და დაშინებით ჩატარებული არჩევნების ფონზე გაუარესებული ქულას freedom house-სგან ელოდა.

მმართველი გუნდი კი ამბობს, რომ რეკომენდაციებს გაითვალისწინებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები