25 აპრილი 2024,   14:47
ვრცლად
სტამბოლში კორპუსის ჩამონგრევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, 4 ადამიანი კი ნანგრევებშია მოყოლილი

სტამბოლში, 8 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად, ბოლო მონაცემით ერთი ადამიანი დაიღუპა. ნანგრევების ქვეშ სავარაუდოდ 4 ადამიანია მოყოლილი, ერთი კი მაშველებმა გამოიყვანეს.

შემთხვევის ადგილზე სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე მიმდინარეობს. კორპუსის ნგრევის გამომწვევი მიზეზი უცნობია. თუმცა სტამბოლის გუბერნატორის განცხადებით ბოლო სამი სართული უკანონოდ იყო დაშენებული.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.

დღის ამბები