19 აპრილი 2024,   10:45
ვრცლად
მაჩალიკაშვილის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით პარლამენტში პეტიცია შევიდა

თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით პარლამენტში პეტიცია შევიდა.

პანკისის ხეობის ახალგაზრდა აქტივისტებს მხარდაჭერას უცხადებს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი. განცხადების ავტორები საქმის გამოძიებას და პასუხისმგებელი თანამდებობის პირების დასჯას ითხოვენ.

მათ იმედი აქვთ, რომ საკანონმდებლო ორგანო მათ წინადადებას გაითვალისწინებს.

„ვიფიქრეთ, რომ ამ ნაბიჯით მაინც მოხერხდეს ამ საქმის ცოტა განვითარება რაღაც მიმართულებით. ჩვენ ამ პეტიციით ვითხოვთ, რომ შეიქმნას საპარლამენტო საგამოძიებო კომისია, რომელიც გამოიძიებს ამ საქმეს და იქნება ღია ყველასთვის და ასევე, ვითხოვთ პროკურატურისგან, რომ გამოიძიონ ეს საქმე და თუ ამ საქმეში იკვეთება დამნაშავე, დაისაჯოს,“ - ამბობს სამოქალაქო აქტივისტი, სულხან ბორძიკაშვილი.

 

დღის ამბები