24 აპრილი 2024,   17:31
ვრცლად
ღამის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაკავებულ 21 წლის ქეთი მურუსიძეს 8-წლიანი პატიმრობა შეეფარდა

ნარკორეალიზატორი თუ აგენტ-პროვოკატორის მსხვერპლი - ღამის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებული გოგონა ციხეში მიდის.

21 წლის ქეთი მურუსიძე 8 წელს გისოსებს მიღმა გაატარებს. ღამის კლუბ „ბასიანსა“ და „გალერიში“ ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაკავებულ გოგონას გამოძიება ნარკოტიკების რეალიზაციასა და თაღლითობას ედავებოდა.

ქეთი მურუსიძე მოსამართლემ ნარკორეალიზაციის ნაწილში სრულად დამნაშავედ ცნო, თაღლითობის მუხლი კი გადაუკვალიფიცირა. განაჩენამდე მურუსიძემ თქვა, რომ მტკიცებულებების ფალსიფიცირება მის საქმეში აგენტ-პროვოკატორმა, სოლომონ მათიკაშვილმა მოახდინა.

სოლომონ მათიკაშვილი „ბასიანზე“ დაკავებული 8 პირიდან 5-ის საქმეში მთავარი მოწმეა. ე.წ. აგენტ პროვოკატორმა მათიკაშვილმა, პროკურატურის მტკიცებით, ქეთი მურუსიძისგან ნარკოტიკული ნივთიერება 5-ჯერ შეიძინა, თუმცა დაცვის მხარე 9 თვეა, ამტკიცებს, რომ ბრალდებულმა ქალმა მას არა MDMA, არამედ სიცხის დამწევი პარაცეტამოლი მიყიდა. ეს გარემოება პროკურატურის მიერ ჩატარებულმა ექსპერტიზამაც დაადგინა.

სოლომონ მათიკაშვილის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას ითხოვს მსჯავრდებული ქეთი მურუსიძის დედა.

ქეთი მურუსიძის 8-წლიანი სასჯელს დაცვის მხარე არ ეთანხმება და გადაწყვტილების გასაჩივრებას სააპელაციო სასმართლოში გეგმავს.

ღამის კლუბ „ბასიანსა“ და „გალერიში“ სპეცოპერაცია 2 მაისს ჩატარდა. შინაგან საქმეთა სამინიტრომ მაშინ 8 ნარკორეალიზატორი დააკავა. ყველა მათგანი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მათი საქმეების განხილვა ახლა სააპელაციო სასამართლოში გრძელდება.

დღის ამბები