25 აპრილი 2024,   11:06
ვრცლად
ბრაზილიის საფეხბურთო კლუბში გაჩენილ ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა

ბრაზილიის საფეხბურთო კლუბში გაჩენილ ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა. რიო-დე-ჟანეიროს გარეუბანში „ფლამენგოს“ ახალგაზრდული კლუბის საწვრთნელი ცენტრი დაიწვა.

მაშველების ინფორმაციით, ცეცხლი იმ დროს გაჩნდა, როდესაც სპორტსმენებს საერთო საცხოვრებელში ეძინათ. ხანძრის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი და მომხდარის სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია. შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო სამუშაოები მიმდინარეობს.

დღის ამბები