24 აპრილი 2024,   10:01
ვრცლად
ხურვალეთთან საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა სათვალთვალო კოშკურის მონტაჟი დაასრულეს

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა სათვალთვალო კოშკურის მონტაჟი დაასრულეს. სამუშაოები დილიდან განახლდა. საოკუპაციო ხაზთან ათამდე რუსი სამხედრო იმყოფებოდა.

ოკუპანტებმა მძიმე ტექნიკის საშუალებით მიიტანეს ჯიხურიც, რომელიც რკინის კონსტრუქციის სათვალთვალო კოშკურაზე განათავსეს. სამუშაოები ხურვალეთთან 6 თებერვალს დაიწყო.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, რომ ფაქტის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

დღის ამბები