19 აპრილი 2024,   07:59
ვრცლად
ლილოში, საწყობში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია

ლილოს მიმდებარედ, საქნავთობის დასახლებაში ხანძარი ლოკალიზებულია. ცეცხლი ერთსართულიან საწყობის ტიპის შენობაში გაჩნდა.  წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია 300 კვ.მ. ფართობი. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლის გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს. მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.

ადგილზე მუშაობს 8 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. ხანძრის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს. 

დღის ამბები