20 აპრილი 2024,   11:24
ვრცლად
სასულიერო სემინარიაში განსხვავებული აზრის დევნა დაიწყო - ლექტორ გოჩა ბარნოვს ლექციების ჩატარება აუკრძალეს

სასულიერო სემინარიაში განსხვავებული აზრის დევნა დაიწყო - თამამი საჯარო განცხადებები თეოლოგ გოჩა ბარნოვისთვის საბედისწერო აღმოჩნდა და მისი დევნის მიზეზი გახდა.

სასულიერო სემინარიისა და აკადემიის ლექტორს ლექციების ჩატარება აუკრძალეს. გადაწყვეტილება სასწავლებლის სამეცნიერო საბჭომ საგანგებო სხდომაზე მიიღო. სასწავლებლის ადმინისტრაცია უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის თემაზე ბარნოვის შეფასებებმა გააღიზიანა.

ეკლესიის მტრობა და პატრიარქის დამხობის სურვილი, ეს არის მიზეზი, რის გამოც სასულიერო სემინარიისა და აკადემიის სამეცნიერო საბჭომ გოჩა ბარნოვთან აკადემიური კავშირების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. 

ბარნოვი პოზიციების დათმობას არ აპირებს, თუმცა მას ვადა ორშაბათამდე მისცეს რომ განმარტოს რატომ აკეთებს მწვავე განცხადებებს ეკლესიის და საპატრიარქოს მისამართით.

დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ის მიზეზები განმარტა, რის გამოც თეოლოგს ლექციების ჩატარება აუკრძალეს. საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსი ამტკიცებს, რომ ბარნოვს ეკლესიის გახლეჩვა სურდა. სწორედ ამის გამო შესაძლოა, მას ლექციების შეჩერების გარდა, სემინარიაც დაატოვებინონ.

გადამწყვეტი შეხვედრა სემინარიაში ორშაბათს უნდა გაიმართოს, თუმცა მანამდე მწვავეა სემინარიის და აკადემიის საბჭოს გადაწყვეტილება თეოლოგებისთვის და სასულიერო პირების ერთი ნაწილისთვის.

თუკი გოჩა ბარნოვი შეხედულებებს არ შეიცვლის, საკუთარი განცხადებებით საპატრიარქოს საწინააღმდეგო პოზიციაზე დარჩება, მას სემინარიასა და აკადემიას უკვე ოფიციალურად დაატოვებინებენ.

 

დღის ამბები