24 აპრილი 2024,   04:18
ვრცლად
ეკა ბესელია დროს ითხოვს - დეპუტატი თვის ბოლოოს დაასახელებს როდის და რა ფორმით დატოვებს პარტიას

ეკა ბესელია საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად დროს  ითხოვს. ჯერ კიდევ უმრავლესობის წევრმა დღეს განაცხადა, რომ თვის ბოლოს იტყვის, როდის და რა ფორმით დატოვებს მისსავე დაფუძნებულ პარტიას.

პოლიტიკურ გეგმებზე იურდიული კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ჯერ არ საუბრობს, თუმცა მისი მხარდამჭერების რაოდენობა ბესელიას საშუალებას აძლევს პარლამენტში ახალი ფრაქცია შექმნას. მოჰყვება თუ რა ფრაქციას პარტია ამ კითხვაზე პასუხისგან დეპუტატი თავს იკავებს.

ის, რაც სამოქმედო გეგმაზე არ თქვა ეკა ბესელიამ, დააკონკრეტა მისმა თანამებრძოლმა დავით ჭიჭინაძემ. ჭიჭინაძე დღეს იმ სტრატეგიულ გეგმაზე ისაუბრა, რომელიც კობახიძე-მდინარაძის დაჯგუფებასთან დაპირისპირებულ დეპუტატებს ექნებათ. მომდევნო სამ კვირას ისინი "ქართულ ოცნებაში" მხარდამჭერების მობილიზებისთვის გამოიყენებენ და სავარაუდოდ "ოცნების" რიგებსაც არა ერთი არამედ რამდენიმე დეპუტატი დატოვებს.

დღის ამბები