16 აპრილი 2024,   22:53
ვრცლად
სოციალური მუშაკები სისტემური ცვლილებებისთვის ერთიანდებიან და გაფიცვებს აანონსებენ

სოციალური მუშაკები სისტემური ცვლილებებისთვის ერთიანდებიან და გაფიცვებს აანონსებენ. ისინი სოციალური მომსახურების სააგენტოს სერვისცენტრებში შექმნილი უმძიმესი მდგომარეობასა და არსებულ პრობლემებზე ღიად საუბრობენ.

ყველაზე მთავარი პრობლემად სოციალური მუშაკები კანონმდებლობას და სისტემურ ხარვეზებს ასახელებენ. ყოფილი თუ მოქმედი სოციალური მუშაკები ამბობენ, რომ არ არსებობს ეფექტურად მოქმედების და პრობლემის დროულად გადაჭრის შესაძლებლობები.

სოციალურმა მუშაკებმა დღეს ჯანდაცვის სამინისტროს მიმართეს და 20-პუნქტიანი მოთხოვნები წაუყენეს. დოკუმენტში ყველა ის პრობლემა მოხვდა, რომლის შესახებ უკვე წლებია საუბრობენ.

სოციალური მომსახურების სააგენტოს სერვის-ცენტრებში შექმნილი უმძიმეს მდგომარეობაზე საუბრობენ არასამთავრობოებიც. მთავარ გამოწვევად კი სერვისების არარსებობას ასახელებენ.

ჯანდაცვის სამინისტროში კი განმარტავენ, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოში რეორგანიზაციაა გამოცხადებული, რაც პრობლემების მოგვარებას შეუწყობს ხელს.

იმ შემთხვევაში თუ 21 დღეში არ დაინახეს პრობლემების მოგვარებისკენ გადადგმული ნაბიჯები ჯანდაცვის სამინისტროსგან, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სოციალური მომსახურების სააგენტოში დასაქმებული 200-მდე სოციალური მუშაკი გაიფიცება. 

ავტორი: ნინო გაზდელიანი.

დღის ამბები