19 აპრილი 2024,   21:39
ვრცლად
ამ რეფორმაში ვერ ვხედავ ვერაფერს ღირებულს - ილიაუნის სტუდენტებსა და ადმინისტრაციას შორის შეხვედრა კამათის ფონზე წარიმართა

ილიაუნის ბიზნეს სკოლის სტუდენტებისა და ადმინისტრაციას შორის შეხვედრა კამათის ფონზე წარიმართა. სტუდენტები მოითხოვდნენ პასუხს კითხვაზე - რატომ გაუქმდა ბიზნეს სკოლა.

სტუდენტები უნივერსიტეტში განხორციელებული რეფორმით უკმაყოფილოები არიან, რომელიც ბიზნეს სკოლის ნაცვლად ბიზნესის, განათლებისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ჩამოყალიბებას გულისხმობს.

„მე ამ რეფორმაში და ამ ფაკულტეტში ვერ ვხედავ ღირებულს ვერაფერს. როდესაც თქვენ ვერ შეძელით, დაგეხვეწათ ბიზნეს სკოლის პროგრამა, ისე, რომ ჩვენთვის ნაყოფიერი გამხდარიყო, თქვენ ნაცვლად იმისა, რომ დაგეხვეწათ ეს ყველაფერი, შე მოიღეთ ახალი ფაკულტეტი, რაღაც ახალი ფორმაცია, რომლის ანალოგიც არ არსებობს მსოფლიო მასშტაბით,“ - მიმართა ადმინისტრაციას ერთ-ერთმა სტუდენტმა.

სტუდენტების პასუხად რექტორმა რეფორმის არსი განმარტა და აღნიშნა, რომ დღესდღეობით ბიზნესი ყველაზე სწრაფი ტემპებით ტექნოლოგიასთან კავშირში ვითარდება.

სტუდენტები პროტესტი აგრძელებენ, რადგან მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა.

დღის ამბები