24 აპრილი 2024,   17:10
ვრცლად
ბრიუსელი ევროკავშირის დიპლომატებს რუსი და ჩინელი ჯაშუშების სიმრავლის შესახებ აფრთხილებს

ბრიუსელი ევროკავშირის დიპლომატებს რუსი და ჩინელი ჯაშუშების სიმრავლის შესახებ აფრთხილებს.

გერმანული გამოცემა დი ველტის ცნობით, ბელგიის დედაქალაქში რუსეთის სპეცსამსახურის 200-მდე, ჩინეთის კი 250-მდე თანამშრომელი მუშაობს. ისინი ძირითადად საელჩოებში ან სავაჭრო მისიებში არიან დასაქმებული.

წყაროზე დაყრდონობით გამოცემა წერს, რომ უსაფრთხოების სამსახურმა ბრიუსელში აკრედიტებულ დიპლომატებს მოუწოდა, განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინონ ე.წ. ევროპულ კვარტალში, სადაც ევროკავშირის ძირითადი ოფისებია განთავსებული.

გაფრთხილება შეეხება ევროკომისიის შტაბბინის გარშემო მდებარე სასადილოებსა და კაფეებსაც.

დღის ამბები