20 აპრილი 2024,   12:05
ვრცლად
ტაილანდის ოპოზიცია ქვეყნის პრინცესას პრემიერ-მინისტრის პოსტზე კანდიდატად აღარ წარადგენს

ტაილანდის ოპოზიცია ქვეყნის პრინცესას პრემიერ-მინისტრის პოსტზე კანდიდატად აღარ წარადგენს.

გადაწყვეტილება ოპოზიციურმა პარტიამ მონარქის პოზიციის მოსმენის შემდეგ შეცვალა.

ტაინალნდის მეფე ოპოზიციის ინიციატივას გუშინვე გამოეხმაურა და მას "მიუღებელი" უწოდა.

ოპოზიციამ მარტში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ განაცხადა და მონარქის და - 67 წლის უბოლა რატანა, ქვეყნის პრემიერმინისტრის კანდიდატად დაასახელა.

ამ მიზეზით მონარქმა სამეფო განკარგულება გამოსცა, სადაც მიანიშნა, რომ ოპოზიციის წინადადება ქვეყნის კონსტიტუციას და ტაილანდურ ადათწესებს ეწინააღმდეგება.

ტაილანდური ტრადიციების თანახმად, სამეფო ოჯახი ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმეებში არ მონაწილეობს და სრულ ნეიტრალიტეტს ინარჩუნებს.

დღის ამბები