25 აპრილი 2024,   10:27
ვრცლად
გორში მანქანის მოპარვისთვის 2 არასრულწლოვანი დააკავეს

შსს-ს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქურდობის ფაქტზე 2 არასრულწლოვანი - 2003 წელს დაბადებული გ.ბ. და 2004 წელს დაბადებული გ.ხ., ამხილეს.

ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა გორში, თარხნიშვილის ქუჩაზე, 1949 წელს დაბადებული უ.თ.-ს კუთვნილი მსუბუქი ავტომანქანა მოიპარეს და მიმალვას ცდილობდნენ. საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა მოპარული მანქანა გორის მისადგომებთან შენიშნა და დაუყოვნებლივ შეაჩერა," - ნათქვამია ინფორმაციაში. 

სამართალდამცველები ამ დრომდე განაგრძობენ ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებებს.

მხილებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ.

გამოძიება სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ ჩადენილი ქურდობის ფაქტზე  მიმდინარეობს.

ამავე თემაზე
დღის ამბები