23 აპრილი 2024,   17:05
ვრცლად
მოძრაობა "ერთად სახლში" - ქართველი ემიგრანტების პირველ მასშტაბურ შეკრებამდე ერთი დღე რჩება

ქართველი ემიგრანტების პირველ მასშტაბურ შეკრებამდე ერთი დღე რჩება. ლიეჟის კონგრესის სასახლესთან საქართველოს დროშებია აღმართული. პატარა ბელგიურ ქალაქში უკვე ჩადიან ქართველები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

ეს არის ემიგრანტების პირველი ასეთი მასშტაბური შეხვედრა, რომელსაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილიც, ესწრება.

მოძრაობა „ერთად სახლში“ შეხვედრაზე დისკუსია საქართველოს მომავალზე გაიმართება.

„ლიეჟში დღეს და ხვალ ტრიალებს ქართული სული. ეს იქნება პირველი ასეთი მასშტაბური შეკრება ქართველების, რომლის ორგანიზებაც შესძლო ორგანიზაციამ „ერთად სახლში“, მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერით. ჩვენ ხვალ დავდებთ სამპუნქტიან გეგმას, თუ რას გააკეთებს „ერთად სახლში“ და როგორ განვითარდება მომავალში მოვლენები. გვაქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა, ძალიან დიდი მობილიზაცია, ძალიან დიდი კონსოლიდაცია,“ - განაცხადა ქართველმა ემიგრანტმა, გიორგი სიგუამ.

ლიეჟში ქართველების შეკრება ხვალ, 5 საათზე, დაიწყება, სადაც დაგეგმილია რამდენიმე პანელის მუშაობა სხვადასხვა საკითხებზე. შეხვედრის ბოლოს კი მოძრაობის „ერთად სახლში“ წარმომადგენლები შეხვედრაზე მყოფ ქართველებს სამპუნქტიან სამოქმედო გეგმას გააცნობენ.

დღის ამბები