25 აპრილი 2024,   09:40
ვრცლად
"სისტემური ხარვეზი" - ზუგდიდის კიდევ ერთ სკოლაში მასწავლებლების პოლიტიკურ დევნას კერზაიას შვილი ეხმაურება

ზუგდიდის სკოლაში პოლიტიკური დევნის კიდევ ერთი ფაქტს ეხმაურება მე-6 საჯარო სკოლის გარდაცვლილი დირექტორის, ია კერზაიას, შვილი.

ბაჩანა შენგელიას თქმით, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ წინასაარჩევნოდ სკოლის პედაგოგების მიმართ სისტემური დევნა ხორციელდებოდა. შენგელია განათლების სამინისტროსგან სწრაფ და ეფექტიან რეაგირებას ითხოვს.

ია კერზაიას შვილისთვის ასევე მნიშვნელოვანია, რომ ყველა იმ პედაგოგმა, ვისაც წინასაარჩევნოდ რაიმე ფორმით აგიტაციაში ჩართვას აიძულებდნენ, ამ თემაზე საჯაროდ დაიწყოს საუბარი.

„მე-7 სკოლის უკვე ყოფილი დირექტორიც ადასტურებს ამას და ისიც პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლდა და ისიც იმავე მოტივით, რომ არ თანამშრომლობდა და აგიტაციას არ ეწეოდა სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ. ეს მეტყველებს სისტემურ პრობლემაზე, რაც გამოიხატება ადამიანების პოლიტიკურ დევნაში და რომლის მთავარი ინსტრუმენტი - განმახორციელებელი, არის რესურსცენტრი, ამ შემთხვევაში ზუგდიდის რესურსცენტრის ხელმძღვანელი. აუცილებლად უნდა იქნას ეს საკითხი გამოკვლეული სისხლის სამართლის დანაშაულის კუთხით, რაც არის უკანონო დავალებების მიცემა და ადამიანების ჩართვა აგიტაცია-პროპაგანდაში, რაც მათ ეკრძალებათ „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონით,“ - განაცხადა ბაჩანა შენგელიამ.

პოლიტიკური ნიშნით დევნაზე ზუგდიდის მე-15 საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორიც საუბრობს.

ნათელა ხორგუანი ამბობს, რომ რესურსცენტრის დირექტორმა ის დაკავებული თანამდებობიდან სწორედ პოლიტიკური მოსაზრებით გაათავისუფლა.

ყოფილი დირექტორი ამბობს, რომ კახა ფარცვანიამ წინასაარჩევნო პერიოდში დაიბარა და ზურაბიშვილის სასარგებლოდ სკოლის პედაგოგებთან მუშაობა და აგიტაცია დაავალა.

ამავე თემაზე
დღის ამბები