25 აპრილი 2024,   18:59
ვრცლად
"ყვითელი ჟილეტების" მორიგი აქცია პარიზში კვლავ შეტაკებების ფონზე მიმდინარეობს

მოძრაობა ყვითელი ჟილეტების მორიგი აქცია პარიზში კვლავ შეტაკებების ფონზე მიმდინარეობს.

დემონსტრანტები პრეზიდენტ მაკრონის ეკონომიკურ პოლიტიკას ქუჩაში უკვე მეცამეტე კვირაა, აპროტესტებენ.

აქციის მონაწილეები და სამართალდამცველები ერთმანეთს ელისეს მინდვრებზე, ტრიუმფალური თაღის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაუპირისპირდნენ. ძალოვანებმა მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. არიან დაშავებულებიც.

დღის ამბები