შეერთებული შტატების მიერ მხარდაჭერილმა ძალებმა სირიაში ”ისლამური სახელმწიფოს” უკანასკნელი ანკლავის დასაკავებლად მასშტაბური იერიში დაიწყეს. ინტენსიური შეტაკებები ერაყის საზღვრის მახლობლად მდებარე რეგიონში, დეირ ალ ზორში მიმდინარეობს.
სირიის დემოკრატიული ძალების მებრძოლების განცხადებით, რადიკალი ისლამისტები მათ ძლიერ წინააღმდეგობას უწევენ, რადგან უკანასკნელ სიმაგრეს ყველაზე გამოცდილი მებრძოლები იცავენ.
შეტევის დაწყებამდე რეგიონი 20 ათასამდე ადგილობრივმა მცხოვრებმა დატოვა. დონალდ ტრამპის განცხადებით, ისლამური სახელმწიფოს სრულად დამარცხების შესახებ ვაშინგტონი მომავალ კვირას გამოაცხადებს.