25 აპრილი 2024,   00:40
ვრცლად
ხელისუფლებას უნდოდა, რომ ეს ადამიანი გამოეყვანა დამნაშავე - მამა გიორგი მამალაძის ოჯახი

დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრები პატრიარქს საპროტესტო აქციით დახვდნენ. მსჯავრდებულის ძმა და შვილები უკვე ერთი კვირაა მის ზიარებას ითხოვენ, რასაც საპატრიარქოდან რეაგირება არ მოჰყოლია. ოჯახი ამბობს, რომ გიორგი მამალაძე შემთქმულების მსხვერპლია და ისინი მის გათავისუფლებას ითხოვენ.

პროცესს ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე შეურთდა. ოჯახის მიმართ სოლიდარობა გამოხტა ცოტნე გამსახურდიამაც.

„მთელი რიგი უკანონობა იქნა ჩადენილი და მე მახსოვს ასევე ისტერია ხელისუფლების, პირდაპირ ვიტყვი დაინტერესებას, რომ ეს ადამიანი გამოეყვანათ დამნაშავედ. მას თავიდან აბრალებდნენ პატრიარქის მოწამვლას. შემდეგ აღმოჩნდა, რომ თურმე შორენა თეთრუაშვილის მოწამვლას აპირებდა. მოკლედ ეს უნდა გადაქცეულიყო ხელისუფების თავის გამჩენის საგმირო საქმედ და ამას შეეწირა მსხვერპლად. ჩვენი საპატრიარქო ეს არის ქცეული რაღაც სინდიკატად. მათ არ აინტერესებთ ადამიანი. არ აინტერესებთ მისი გასაჭირი. დაკარგული აქვთ თანაგრძნობის უნარი,“-განაცხადა ცოტნე გამსახურდიამ.

აქციაზე იმყოფება გაზეთ „ქრონიკა +“-ის რედაქტორიც. ელისო კილაძე, ამბობს რომ საქმეში არ დევს დეკანოზ გიორგი მამალაძის ბრალის დამადასტურებელი არც ერთი მტკიცებულება.

„თავშივე არასწორი  ვერსია იქნა გაჟღერებული რომ ის თურმე პატრიარქის მკვლელობას გეგმავდა. მაგრამ რეალურად ბრალში სულ სხვა და არა მაღალი სასულიერო იერარქის მკვლელობის  მცდელობა. ძალიან ბევრი კითხვის ნიშნებია. ეს არის შეკერილი საქმე გავლენის სფეროებისთვის და პირდაპირ შემიძლია გითხრათ, მეუფე იაკობს ეს საქმე უხსნიდა გზას პატრიარქის სავარძლისკენ და მთლიანად მოხდა დისკრედიტირება პატრიარქის ძმის შვილის და მეუფე დიმიტრის გავლენების განულება საპატრიარქოში,“-განაცხადა ელისო კილაძემ და აღნიშნა, რომ პრეზიდენტმა უნდა შეიწყალოს მამა გიორგი. 

ამავე თემაზე
დღის ამბები