20 აპრილი 2024,   03:28
ვრცლად
"ძირს ივანიშვილის რუსული ბანდა, გაუმარჯოს საქართველოს,“ - ლიეჟში ქართველი ემიგრანტები იკრიბებიან 

„საქართველოს გაუმარჯოს... ძირს ივანიშვილის რუსული ბანდა, გაუმარჯოს საქართველოს,“ - ქართველი ემიგრანტები ქალაქ ლიეჟში იკრიბებიან. ორ საათში ბელგიის ქალაქში ემიგრანტების და საქართველოს მესამე პრეზიდენტის შეხვედრა დაიწყება. ქართველები კონგრესის სასახლეში კანადიდან, შეერთებული შტატებიდან და ევროპის თითქმის ყველა ქალაქიდან შეიკრიბებიან.

ლიეჟში ჩავიდნენ სხვადასხვა დიასპორის წარმომადგენლები, რომლებიც ამბობენ, რომ ამ შეხვედრაზე ისინი სიტყვითაც აპირებენ გამოსვლას. მათი სურვილია დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია და ხედვა იმისა, თუ როგორ ესახებათ საქართველოს სამომავლო განვითარება.

ლიეჟში იმყოფება სამხედრო პირი უკრაინიდან, რომელიც ქართველი ემიგრანტების შეკრებას მხარს უჭერს.

„ყველამ ძალიან კარგად ვიცით, როგორ ჩატარდა არჩევნები, როგორ ჩაიარა ყველაფერმა, როგორ მოვიდნენ საერთოდ 92 წელში, ესეც ძალიან კარგად ცნობილია ყველასთვის, მაგრამ ყველაფერს აქვს დასასრული და უნდა მივიდეთ იქამდე, რომ მშვიდობიანად, ეფექტურად, ორგანიზებულად ყველა პატრიოტი ქართველი შეიკრიბოს და უნდა ვუთხრათ არა იმ მთავრობას, რომელიც მე პირადად მიმაჩნია უსამართლო მთავრობად,“ - ამბობს უკრაინაში მებრძოლი ქართველი, ნოდარ ყარალაშვილი.

ემიგრანტი კანადიდან, გიორგი მარიამული ამბობს, რომ ემიგრანტები კანადიდან მხარს უჭერენ მიხეილ სააკაშვილს და მათი სურვილია, ისეთ ქვეყანაში დაბრუნდნენ, როგორიც მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს იყო. ასევე, ემიგრანტების სურვილია, რომ საქართველოში ოლიგარქიული მმართველობა დასრულდეს.

„კანადაში ვართ დაახლოებით 7 ათასი ემიგრანტი, ჩვენი პოზიცია არის ისეთი, რომ ჩვენ ვუჭერთ მხარს მიხეილ სააკაშვილს, იმიტომ რომ ჩვენ ვთვლით, რომ ეს არის პოლიტიკური და მორალური ავტორიტეტი. ამ ადამიანის უკან არის რეალური საქმეები, რეზულტატები. ჩვენ გვინდა დავუჭიროთ მხარი მიხეილ სააკაშვილს და როგორც მან თქვა, ჩვენ ემიგრანტები ვაწვდით დაახლოებით 2-3 მილიარდ დოლარს წელიწადში, ჩვენ ვადგენთ ბიუჯეტს და ჩვენ გვაქვს მორალური უფლება, რომ მოვითხოვოთ მშვიდობიანი ცვლილება ამ ხელისუფლების. ჩვენ არ მოგვწონს, რაც ხდება საქართველოში და ვუყურებთ ძალიან არაკომპეტენტურ, არაპროფესიონალ, უვიც ხალხს, ხშირად კორუმპირებულს. ეს სიტუაცია არ მოგვწონს,“ - განაცხადა  გიორგი მარიამულმა.

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები