20 აპრილი 2024,   11:44
ვრცლად
ლოს-ანჯელესში დღეს საღამოს მუსიკალური სამყაროს რჩეულებს დაასახელებენ

ლოს ანჯელესში დღეს საღამოს მუსიკალური სამყაროს რჩეულებს დაასახელებენ. გრემის დაჯილდოების რიგით 61-ე ცერემონიას პირველად გაუძღვება მომღერალი ალიშა ქისი.

გრანდიოზულ შოუმდე ერთი დღით ადრე კი ვარსკვლავები, ტრადიციულად, ვეტერანი მუსიკალური პროდიუსერის, კლაივ დევისის მიერ ორგანიზებულ წვეულებაზე შეიკრიბნენ.

გალა საღამოზე საპატიო სტუმრის სტატუსით იმყოფებოდა კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსიც. გრემის წლევანდელ ფავორიტებად ამერიკელი მომღერალი ბრენდი კარლაილი და რეპერები კარდი ბი და კენდრიკ ლამარი სახელდებიან. 

დღის ამბები