24 აპრილი 2024,   09:45
ვრცლად
განათლების მინისტრის ორდღიანი გამოსვლა პარლამენტში - რეფორმის კრიტიკაში ოპოზიციას უმრავლესობის ნაწილიც შეუერთდა

ცვლილებები განათლების სისტემაში - მინისტრს მიხეილ ბატიაშვილს ორი დღის განმავლობაში დეპუტატების კრიტიკის მოსმენა უწევდა. რეფორმა დიდი განხილვის და მსჯელობის საგანი გახდა. ბატიაშვილი სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმების გადაწყვეტილების დასაბუთებას პარლამენტის სხდომაზე ცდილობდა.   

ორდღიანი მოსმენისას, განათლების მინისტრმა სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა, განსაკუთრებით ბევრი კითხვა კი დეპუტატებს, გაუქმებული გამოცდების შესახებ ჰქონდათ.

მიხეილ ბატიაშვილის დაანონსებული რეფორმებით არა მხოლოდ ოპოზიცია, არამედ მმართველი პარტიის ნაწილიც უკმაყოფილებას გამოთქვამს. 

კითხვებზე მიხეილ ბატიაშვილს ერთი პასუხი აქვს, რომ უფროს კლასებში მოსწავლეების მთელი დრო გამოცდებისთვის მზადებას მიაქვს, კლასები ცარიელია, რეპეტიტორები კი, მისი აზრით ფულს არაფრისთვის იღებენ. ბატიაშვილი კორუფციისთვის ხელის შეწყობაზე საუბრობდა. 

„პატრიოტთა ალიანსის“ წევრები ერთიანი ეროვნული გამოცდებიდან ზოგადი უნარების გაუქმებას წარმოუდგენელს უწოდებენ. ირმა ინაშვილის თქმით, სწორედ ეს საგანი აფასებს აბიტურიენტს, რამდენად ფლობს ის სხვადსხვა უნარებს, მათ შორის კრიტიკულ და შემოქმედებით აზროვნებას. 

„ევროპულმა საქართველომ“ კი უკვე დაარეგისტრირა საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში, რომლის მიხედვითაც ზოგადი უნარების გამოცდების ტესტი სავალდებულო იქნება. 

მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, სკოლებში CAT-ის გამოცდები და ასევე უმაღლეს სასწავლებლებში მისაღები გამოცდებიდან უნარების გამოცდა უქმდება. 

დღის ამბები