18 თებერვალი 2019,   09:19
ვრცლად
აქცია მაჭახელის ხეობაში - ადგილობრივები ჰესების მშენებლობას აპროტესტებენ

საპროტესტო აქცია მაჭახელის ხეობაში - ადგილობრივები ჰესების მშენებლობას აპროტესტებენ. მოსახლეობა იმ ადგილას შეიკრიბა, სადაც მათი ინფორმაციით, ჰესის მშენებლობის წინასწარი მოკვლევისთვის აპარატურით აღჭურვილი მანქანაა გაჩერებული. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მშენებლობის პროცესი, აფეთქებები, მოსახლეობას მნიშვნელოვნად დააზარალებს. ჰესები კი მაღალმთიან მხარეს ეკოლოგიურად დააზიანებს და მდინარისთვის კალაპოტის შეცვლა ბუნებრივ ლანდშაფტსაც შეცვლის.

მათივე განცხადებით, საფრთხე შეექმნება მაჭახელას ხეობის ეროვნული ეროვნული პარკის განვითარებასაც. 

ადგილობრივები ხელისუფლებას მიმართავენ და ჰესების მშენებლობის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შეცვლისკენ მოუწოდებენ. 

პროცესის შეჩერების მოთხოვნით მოსახლეობა ხელმოწერების შეგროვებასაც განაგრძობს. 

 

დღის ამბები