20 აპრილი 2024,   08:19
ვრცლად
საპატრიარქოსთან არსებული დაჯგუფებების მეშვეობით არის ჩემი ძმა დაპატიმრებული - მსჯავრდებული დეკანოზის ოჯახი აქციების შეწყვეტას არ აპირებს

მსჯავრდებული დეკანოზის, მამა გიორგი მამალაძის ოჯახის წევრები უკვე ერთი კვირაა საპატრიარქოსთან გაშლილ კარავში ათენებენ ღამეს. მამა გიორგი მამალაძის ზიარება და გათავისუფლება - ეს არის მათი მთავარი მოთხოვნები.

როგორც მსჯავრდებული დეკანოზის ოჯახი აცხადებს,  მანამდე გააგრძელებენ პროტესტს, ვიდრე მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

„ჯერჯერობით ჩემი ძმა ისევ უზიარებელი არის. ორი წლისთავზე დავაყენეთ ახალი მოთხოვნა ეს არის ჩემი ძმის დაუყოვნებლივ გათავისუფლება.გათავისუფლებას ვითხოვთ საპატრიარქოსთან, რადგან აქ არსებული დაჯგუფებების მეშვეობით არის ჩემი ძმა დაპატიმრებული. აქციები გაგრძელება მანამ, სანამ ჩვენი მოთხოვნები არ შესრულდება,“-ამბობს თორნიკე მამალაძე.

დღის ამბები