18 აპრილი 2024,   14:23
ვრცლად
რამდენჯერაც შეეცდება ენმ თავის წამოწევას, იმდენჯერ გასცემ საზოგადოება პასუხს და თუ დახმარება დასჭირდება დავეხმარებით - კობახიძე ლიეჟში მომხდარ ინციდენტზე 

ლიეჟში გამართულ შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარე „ნაციონალური მოძრაობის“ "თავის წამოწევის" მცდელობად აფასებს.

მისი თქმით, შეხვედრაზე  მომხდარი დაპირისპირება სწორედ იმის დასტური იყო, რომ საზოგადოება არ მისცემს "ნაციონალურ მოძრაობას" „თავის წამოწევის“ უფლებას და თუ ამაში ხელისუფლების დახმარება დასჭირდებათ, კობახიძის თქმით, დაეხმარებიან.

“რამდენჯერაც შეეცდება „ნაციონალური მოძრაობა“ თავის წამოწევას, იმდენჯერ გასცემ საზოგადოება საკადრის პასუხს თუ დახმარება დასჭირდება საზოგადოებას ჩვენც დავეხმარებით, ლიეჟში ამის საჭიროება არ იყო, სხვა შემთხვევაში შეგვიძლია ჩვენც დავეხმაროთ. საზოგადოებამ გასცა პასუხი, როგორცვ წარსულში გაუცია, როგორც მომავალში გასცემს,“-აცხადებს კობახიძე.

მისივე თქმით, "ნაციონალურ მოძრაობას" უფლება აქვს იქ შეიკრიბოს სადაც უნდა, თუმცა პოლიტიკური პროცესების არასწორი მიმართულებით წარმართვის პრევენცია აუცილებელია.

კითხვაზე, რატომ სჭირდება "ქართულ ოცნებას" პრევენციული ღონისძიებები "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური აქტივობის მიმართ და ხომ არ ეშინია მმართველ გუნდს ოპოზიციის, კობახიძე ამბობს, რომ "ქართულმა ოცნება" არაერთხელ დაამტკიცა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" შიში არ აქვს. 

საქართველოს მესამე პრეზიდენტისა და ემიგრანტების შეხვედრას ლიეჟშიპროვოკაციების გარეშე არ ჩაუვლია. „კურიერის“ კამერამ კონგრესის სასახლის უკანა პერიმეტრზე საქართველოდან საგანგებოდ ჩასული სუს-ის, ის წარმომადგენლები დააფიქსირა, რომლებიც შეხვედრის ჩასაშლელად და პროვოკაციის მოსაწყობად ჩასულ ქართველებს კურირებდნენ.

კონგრესის შენობაში ის ემიგრანტებიც იმყოფებოდნენ, რომელიც „ქართულ ოცნებას“, სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო კამპანიის წარმართვაში ეხმარებოდნენ. ერთ-ერთმა ასეთმა ადამიანმა შეხვედრის შემდეგ პროვოკაციის მოწყობაც სცადა.

დღის ამბები