18 აპრილი 2024,   21:25
ვრცლად
სააკაშვილს ჰგონია, რომ რეიტინგი აქვს და თუ დაბრუნდა წითელი ხალიჩით დახვდებიან, მაგრამ ალბათ განსასჯელის სკამი დახვდება - სესიაშვილი 

ბელგიაში, ლიეჟში მიხეილ სააკაშვილისა და ქართველი ემიგრანტების შეხვედრას, ასევე მომხდარ პროვოკაციებს, საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი სესიაშვილი ეხმაურება.

სესიაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი დღეს ილუზიაში ცხოვრობს და ჰგონია, რომ მას საქართველოში დაბრუნების შემთხვევაში ხალხი „წითელი ხალიჩით დახვდება“.

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ერთადერთი, რაც საქართველოს მესამე პრეზიდენტს ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში ელოდება, განსასჯელის სკამია.

„სააკაშვილი მთელს ქვეყანას ილუზიაში აცხოვრებდა, მე მგონია, რომ ახლა თავად არის ილუზიაში და ჰგონია, რომ მას რაღაც რეიტინგი აქვს და თუ დაბრუნდა მას რაღაც წითელი ხალიჩით დახვდებიან. დახვედრით დახვდებიან, მაგრამ ალბათ განსასჯელის სკამი დახვდება. ასე, რომ მე მას ვურჩევ, რომ ის რაც ჩაიდინა მან ქვეყნის, საზოგადოების წინაშე, ამაზე იფიქროს და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს მავნებლობა ამ ქვეყანაში აღარ განმეორდება,“-განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები