24 აპრილი 2019,   07:01
ვრცლად
ბესელიასთან ერთად მოვითხოვ ამ გამოძიების დასრულებას - ვანო ზარდიაშვილი ფარულ კადრებზე

პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროებას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ვანო ზარდიაშვილი ეხმაურება.

ფარული კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით ეკა ბესელიას მინიშნებას და ბრალდებებს, რომ შესაძლოა მომხდარის უკან ზარდიაშვილი იდგეს, დეპუტატი უარყოფს და აცხადებს, რომ საქმის ბოლომდე გამოძიებით თავადაც დაინტერესებულია.

„ფარულ ჩანაწერებს რაც შეეხება, ვადასტურებ, რომ ეს არის ძალიან ამორალური საქციელი, მისი გადამღებიც, გამავრცელებელიც, ჩემი აზრით, იმსახურებს უმკაცრეს სასჯელს,  შესაბამისად, ამ საკითხზე კომენტირება იქნება ზედმეტი ჩემი მხრიდან.  პირობას გაძლევთ, რომ აუცილებლად, მათ შორის ქალბატონ ეკასთან ერთად მოვითხოვ ამ გამოძიების დასრულებას და შესაბამისად, ყველა ერთად ვნახავთ ამ გამოძიების შედეგებს,“-განაცხადა ზარდიაშილმა.

შეგახსენებთ, სწორედ ზარდიაშვილი დაასახელა ეკა ბესელიამ მთავარ წყალგამყოფად მმართველ გუნდში. 

ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები მოსამართლეთა უვადოდ დასანიშნი სიის ჩავარდნის შემდეგ გასაჯაროვდა. ბესელიამ კადრების გასაჯაროება საპარლამენტო უმრავლესობაში იმ პირების ინტერესებს დაუკავშირა, ვინც მიქაუტაძე-ჩინჩალაძის კლანს ლობირებდა.

დღის ამბები