საპარლამენტო უმცირესობის წევრები ლიეჟში მომხდარი დაპირისპირების გამო ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე საუბრობენ. სერგი კაპანაძის თქმით, იმ "არანორმალური ქმედებით", რომელიც ხელისუფლებამ ლიეჟში ჩაიდინა, საქართველოს რეპუტაციას ზიანი მიადგა. კაპანაძის თქმით, გაუგებარია ის აგონია, რაშიც ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებთან შეხვედრის გამო ჩავარდა.
"ის, რაც ლიეჟში ხდებოდა "ქართული ოცნების" მხრიდან იყო როგორღაც ბუზისგან სპილოს შექმნის მცდელობა. ნორმალური პრაქტიკა არის, როდესაც ყოფილი პრეზიდენტი ხვდება თავის მომხრეებს რომელიმე ქვეყანაში, მაგრამ სრულიად არანორმალურია,რომ, ქართული ოცნება ცდილობს ჩაშალოს ასეთი შეხვედრა,იქ თავის მომხრეების მიგზავნით, თავის პოლიტიკური გზავნილების დაფიქსირებით და აშკარად პროვოკაციის მცდელობით. ეს ნამდვილად იყო ჩვენი ქვეყნის რეპუტაციაზე მიყენებული ზიანი. სრულიად გაუგებარი ასეთი ტიპის აგონია,“-აბობს სერგი კაპანაძე.
რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის განცხადებას - კაპანაძის თქმით, ის ამ განცხადებებს არ შეაფასებს, თუმცა ფიქრობს, რომ ყველა პოლიტიკური ძალა ივანიშვილის ხელისუფლების წინააღმდეგ ერთიანი უნდა იყოს.