19 აპრილი 2024,   17:30
ვრცლად
გოჩა ბარონოვის კრიტიკული განცხადებები - სასულიერო სემინარიის აკადემიური საბჭო თეოლოგის ლექტორის თანამდებობიდან გათავისუფლებაზე მსჯელობს

თეოლოგ გოჩა ბარნოვის მწვავე განცხადებები სასულიერო სემინარიაში დაპირისპირების მიზეზი ხდება.

ბარნოვის კრიტიკული განცხადებები უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხს და ასევე საპატრიარქოში მიმდინარე პროცესებს შეეხებოდა. დატოვებენ თუ არა თეოლოგ გოჩა ბარნოვს სასულიერო სემინარიას, ეს აკადემიურ საბჭოსთან შეხვედრის შემდეგ გადაწყდება.

საბჭოს სხდომა უკვე დაწყებულია, მას საპატრიარქოდან პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძეც ესწრება. გოჩა ბარნოვს, არ აქვს იმედი, რომ მას სემინარიაში დატოვებენ, თუმცა ის პოზიციების შეცვლას არ აპირებს. 

”უბედურება იმაში გახლავთ, რომ აი, პარასკევს, როდესაც დასვენების დღე იყო აქ 8 თებერვალს, რამდენიმე ადამიანმა შეადგინა ტექსტი და ამ ტექსტზე ხელის მოწერას სთხოვდნენ აკადემიის საბჭოს წევრებს ტელეფონის მეშვეობით. რამდენიმე წევრმა გააპროტესტა კიდეც ეს ქმედება და თქვეს, რომ ისინი ხელს არ მოაწერდნენ ამ ტექსტზე. არსებობს რაღაც ჯგუფი სამეცნიერო საბჭოს მიღმა, რომელიც კიდევ რაღაცას აკეთებს ამ საბჭოს უკან და შემდგომ აიძულებენ მის წევრებს, რომ ხელი მოაწერონ ამ დოკუმენტს,“-ამბობს ბარნოვი.

დღის ამბები